29 სექტემბერი, 2018

ოშო: “ჩვენ არ ვიცით სიყვარული და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა”

ოშო: "ჩვენ არ ვიცით სიყვარული და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა"– აი, ძირითადი ჭეშმარიტება: სიყვარული ყველაშია, ყველას აქვს სიყვარულის გაცემის უნარი და ყველა არის სიყვარულის მიღების ღირსი, – ამბობდა ფილოსოფოსი ოშო და ადამიანების მთავარ პრობლემად სიყვარულის არცოდნას ასახელებდა:

“ჩვენ არ ვიცით სიყვარული და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. ჩვენს ბუნებას სიყვარულის გამოვლენა არ შეუძლია. მოიშორეთ ყველაფერი, რასაც უსიყვარულობად აღიქვმათ — ნებისმიერი მიდგომა, ნებისმიერი სიტყვა, რომელიც თუნდაც ჩვევის გამო წამოგცდებოდათ ხოლმე და ახლა იგრძენით მისი სისასტიკე.

მუდამ მზად იყავით პატიების სათხოვნელად. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ამის უნარი. ხშირად პატიების თხოვნა მხოლოდ გარეგნულად და სოციალური ფორმალობისათვის ხდება. სინამდვილეში მას ძალიან ღრმა გაგება და მნიშვნელობა აქვს. ამბობთ, რომ არასწორად მოიქეცით და ასე მხოლოდ თავაზიანობისათვის არ იქცევით – უკან მიგაქვთ მოქმედება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, სიტყვა, რომელიც არ უნდა წარმოთქმულიყო.

ჩამოიშორეთ ყველა სახის უსიყვარულობა და იმის მიხედვით, თუ როგორ აკეთებთ ამას, თქვენ ბევრ რამეს დაინახავთ – აქ საქმე სიყვარულის სწავლაში კი არა, უსიყვარულობის გადაჩვევაშია.

წარმოიდგინეთ ქვებით ამოხერგილი ნაკადი, ამოაცალეთ ეს ქვები და თქვენ ნახავთ როგორ დაიწყებს იგი დინებას. თუმცა როგორც ქვების მიუხედავად ნაკადი არსებობს, ისე ნებისმიერ გულში არასებობს სიყვარული, რადგან მის გარეშე გულს არ შეუძლია არსებობა. სიყვარული ცხოვრების პულსია.

და, აი, ძირითადი ჭეშმარიტება: სიყვარული ყველაშია, ყველას აქვს სიყვარულის გაცემის უნარი და ყველა არის სიყვარულის მიღების ღირსი. პრობლემა ესა თუ ის ქვაა – არასწორი აღზრდა, არასწორი რწმენები, ეშმაკობა, ტყუილები და კიდევ ათასი რამ არ აძლევს ამ ნაკადს გამოდინების საშუალებას. მოიშორეთ უსიყვარულო ქმედებები, უსიყვარულო სიტყვები, უსიყვარულო ჟესტები და უცებ თქვენ იგრძნობთ სიყვარულის განწყობას.

იქნება მომენტები, როცა დაინახავთ რაღაც იმალება და თამაშობს თქვენში. ეს სიყვარულია, სიყვარულის გაელვებაა. დროთა განმავლობაში ასეთი მომენტები გახშირდება.”