8 სექტემბერი, 2018

ნუკა კვალიაშვილი: “სირცხვილია!”

ნუკა კვალიაშვილი: "სირცხვილია!"– ჩემი მოთმინების ფიალა, რომელიც ძალიან დიდი ტევადობისაა, უკვე ივსება და სადაცაა გადმოვა, – აცხადებს მომღერალი ნუკა კვალიაშვილი და კუთვნილი ჰონორარის მიღებას ითხოვს:

“4 დღეა სტაციონარში მიწევს ბავშვი და ჩემ ადგილას ნებისმიერი ადამიანი თავზე დამაფარებდა ყველაფერს ისე, რომ ღირსი ვიქნებოდი იმიტომ, რომ 1000 წელია უკვე ჰონორარს ველოდები და რატო უნდა ვისესხო ფული, როცა ვმუშაობ და ჩემით გამოვიმუშავე.

40 სიცხით და გადასხმებით რო გყავდეთ ბავშვი, როგორც ეხლა მე მყავს და რაღაცა უაზრობებს რო გელაპარაკებოდეთ დროის გასაწელად, ღირსი ვიქნები რო ყელი გამომჭრათ.

არავინ არ არის დებილი და ყველას თავისი მოთმინება აქვს და ზოგადად საზღვარი არსებობს რაღაცეებში. მაინცდამაინც ნერვებისგან ამ დონეზე უნდა მივიდე რო ურთიერთობები ვაფუჭო, როცა ჩემი მხრიდან 24/7-ზე რაც არ უნდა იყოს ამ დრომდე მეგობრული დამოკიდებულების და პატივისცემის შეგრძნების მეტს არავინ არაფერს ღებულობს…

ამოვიდა ყელში უკვე, სირცხვილია მეტი არაფერი. პ.ს კიდე ვინმე თუ ჩემზე ნაწყენი დარჩება, დარჩით. იქით ვარ ნაწყენი და არამარტო… და ვისაც არ შევეხები არასოდეს, ეს არის დათო, რომელსაც ანალოგიური ნერვების დღლეზვის მეტი არაფერი ხვდება.

მართლა სირცხვილია… თანამშრომლობის სურვილს რო უკარგავთ კოლეგებს და ადამიანებს.”