21 სექტემბერი, 2018

მოუსმინეთ უნიჭიერეს ლექსო თორაძეს

მოუსმინეთ უნიჭიერეს ლექსო თორაძესპიანისტი ლექსო თორაძე საქართველოს იშვიათად სტუმრობს, თუმცა ყოველთვის ცდილობს ქართველი მსმენელისთვის კონცერტი ჩაატაროს.

ხელოვანის კონცერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანშლაგებით მიმდინარეობს და ქართველი პიანისტი ყველა ფესტივალის სასურველი სტუმარია.

”დიდებული ლექსო თორაძე” – ასე უწოდებენ ქართველ პიანისტს უცხოეთში.

“არტინფო” გთავაზობთ ლექსო თორაძის მიერ შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტის არაჩვეულებრივ შესრულებას ორკესტრის თანხლებით ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.