2 სექტემბერი, 2018

მეუფე ისაია – ეს არის ჩვენი დროის გმირი!

მეუფე ისაია - ეს არის ჩვენი დროის გმირი!მსახიობი გიორგი მარშანია მეუფე ისაიას ჩვენი დროის გმირს უწოდებს და მის მიერ სოფელ ნიქოზში მავთულხლართებთან ძალიან ახლოს საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის ჩატარებას გმირობად აფასებს:

“მეუფე ისაია – ეს არის ჩვენი დროის გმირი!

სოფელ ნიქოზში, რამდენიმე მეტრში ე.წ. საზღვართან, სამაჩაბლოსთან, მავთულხლართებთან ძალიან ახლოს ატარებს საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალს, სადაც ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ელჩები და მათ აცნობს ქართულ და საერთაშორისო კულტურას. საუბრობენ ოკუპაციაზე!

გარდა ამისა, აქვეა სახელოვნებო სკოლა, სადაც ადგილობრივ პატარებს ასწავლიან სიმღერას, ცეკვას, ანიმაციას და სხვა ხელოვნების დარგებს..

ვიმეორებ: ეს ყველაფერი ხდება მავთულხლართებთან, მუდმივი დაძაბულობის ყველაზე ცხელ წერტილში! არაფერს ვამბობ სროლაზე, ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაზე…

აქ არ არის რესტორნები, ფერადი განათება, ღამის კლუბები, სიმშვიდე, სუპერმარკეტები, გასართობი სივრცეები… აქ ყოველდღე არის ომი! სიკვდილი! ჯარი! იარაღი! სროლა! და მეუფე ისაიას სახელოვნებო სკოლა და იმედი

თავად მეუფე ე.წ. საზღვრის იქით, ახალგორში მოღვაწეობს და იქ ატარებს წირვა-ლოცვას!”