20 სექტემბერი, 2018

კამერული მუსიკის დღესასწაული სალხინოს დადიანის სასახლეში

კამერული მუსიკის დღესასწაული სალხინოს დადიანის სასახლეში 28-30 სექტემბერს მარტვილში, სალხინოს დადიანის სასახლე წელს მეოთხედ უმასპინძლებს კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს – „სალხინოს სასახლის კამერატა“.

ფესტივალი ტრადიციულად სამდღიანია და ის მუსიკოსებს ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან უმასპინძლებს. საფესტივალო საღამოების ლოკაციებია დადიანისეული ისტორიული მარნის ღვინის დარბაზი და ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანის ღია სივრცე.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და მაესტრო ზვიად ბოლქვაძე, ავსტრიული საფორტეპიანო ტრიო ACCIO და კლასიკურ აკორდეონზე შემსრულებელთა ტრიო ლიეტუვიდან – INDEED.

კამერული მუსიკის დღესასწაული სალხინოს დადიანის სასახლეში

ფესტივალი ხორციელდება პროექტ ჩეკინ ჯორჯიასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდამჭერით.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან შიო აბრახამია – ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი – ფესტივალის დირექტორი.

კამერული მუსიკის დღესასწაული სალხინოს დადიანის სასახლეში