მეცნიერი ლადო მირიანაშვილი აგრძელებს ქართული კულტურის გულშემატკივრებისთვის იმ ეროვნული საგანძურის გაცნობას, რომელიც საქართველოსთვის დაკარგულია:
“ტიხრული მინანქრის ეს ორი არაჩვეულებრივი მედალიონი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის გამოსახულებებით (დაახლოებით 1100 წელი), თავის დროზე მთავარანგელოზ გაბრიელის ქართულ ხატს ამკობდა, დღეს კი 10 სხვა მედალიონთან ერთად მეტროპოლიტენის მუზეუმშია დავანებული.
მეტროპოლიტენის ექსპერტები ამ მედალიონების ქართულ წარმოშობას არ აღიარებენ და ბიზანტიური ხელობის ნიმუშებად მიიჩნევენ.”