Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გალაკტიონ ტაბიძის და გოგლა ლეონიძის სამაგალითო მეგობრობა

16 სექტემბერი, 2018

გალაკტიონ ტაბიძის და გოგლა ლეონიძის სამაგალითო მეგობრობაპოეტი გალაკტიონ ტაბიძე და მწერალი გოგლა ლეონიძე სამაგალითო მეგობრები იყვნენ. ისინი მუდამ იცავდნენ ერთმანეთს და მიაჩნდათ, რომ მეგობრობა მარტო ლიტონი სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებითაც უნდა დაემტკიცებინათ.

როგორც ამბობენ, გოგლა ლეონიძეს ერთხელაც არ წამოსცდენია გალაკტიონი ლოთიაო.
როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, ის წამოდგა და თქვა:
– დავუშვათ გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე, რას ვშვრებით?
ვიღაცამ დაიძახა:
– უმაგისოდაც იარსებებს მწერალთა კავშირი.
გოგლას გასცინებია:
– მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ – ფხიზელ და არამსმელთა კავშირი დავარქვათ. გალაკტიონი კი იქნება ამ კავშირის წევრი თუ არა, ის მუდამ გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ ათტომეული რომ აქვთ გამოცემული და მისი ერთი ლექსის საღირალი ჯერაც არაფერი დაუწერიათ.
არა მხოლოდ ამ სიტყვების გამო უყვარდა გალაკტიონს გოგლა ლეონიძე – ისინი სულიერი მეგობრები იყვნენ.