მომღერალმა დიმიტრი გოზალიშვილმა, რომელიც მაყურებელმა “ნიჭიერიდან” გაიცნო, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “ORPHEUS IN ITALY” გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა კონკურსანტმა პირველი ადგილი მოიპოვა და გამარჯვების შანსი არავის დაუტოვა.
რიგით მე-11 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტები მონაწილეობლდნენ. პირველი ადგილის დამადასტურებული დიპლომი და მედალი ფესტივალის ორგანიზატორებმა ქართველ კონკურსანტს მიანიჭეს.