10 სექტემბერი, 2018

ბიბი კვაჭაძე: “რომ არ ვთქვა, არ შემიძლია!”

ბიბი კვაჭაძე: "რომ არ დავწერო და არ ვთქვა, არ შემიძლია!"მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე თავისი სამშობლოს დიდი გულშემატკივარია. ხელოვანს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სერიოზულად აღელვებს და მიაჩნია, რომ ქვეყანას გეზი არ აქვს:

“ვისაც გეხებათ ეს!!! ჩემს ქვეყანას განვიცდი ყველაზე ძალიან და რომ არ დავწერო და არ ვთქვა, არ შემიძლია!

ქვეყანას გეზი არ აქვს, მიმართულება არ არის განსაზღვრული, მოქალაქეთა მორალური მხარდაჭერა ნულის ქვევით დგას… სულ პოლიტიკური თამაშები და ახალი დაპირებები, სულ ფულის გაკეთებასთან დაკავშირებული ბიზნეს-გარიგებები… თბილისი გაიყიდა.

სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, ეკოლოგიურად და პოლიტიკურად რამდენად დაცულ გარემოში, არავის არ გაინტერესებთ, მარტო ფული ფული ფული და ძალაუფლება! საქართველო ყველას გკიდიათ!!!

რა ჩემ ფეხებად გინდათ ამდენი ფული?

სად **აკში უნდა წაიღოთ ამდენი ქონება? ხვალ მაინც გადაბრუნდებით და მოკვდებით… თქვენი შვილებიც მოკვდებიან და მათი შვილებიც და ამ პლანეტაზე მარტო მოწამლული მიწა და ბეტონის ნაგებობები დარჩება!!!!!!!!

თქვენი უსიყვარულო და ურწმუნო დედაც ვატირე!!!”