24 სექტემბერი, 2018

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალმა გამარჯვებულები დაასახელა

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალმა გამარჯვებულები დაასახელაბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

BIAFF 2018-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ სერგეი რახლინის (აშშ) თავმჯდომარეობით რჩეულები გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ბენსე ფლიგაფი (უნგრეთი), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), ალინ ტასჩიანი (თურქეთი), ლევან თუთბერიძე (საქართველო).

ჟიურის მიერ გრანპრი მიენიჭა ფილმს „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღო ალიჩე რორვახერმა ფილმისთვის „ბედნიერი ლაზარე“, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 122 წთ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა ადრიანო ტარდიოლო ფილმში, “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ჯილდო გადაეცა ელა სმითს ფილმში „რეი და ლიზი” შესრულებული როლისთვის, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.

ჟიურის სპეციალური პრიზი კი მიიღეს ფილმებმა „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ. და „სტიქსი“, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

BIAFF 2018-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ ვიტალი მანსკიმ (ლატვია) – ჟიურის თავმჯდომარე, ინა როსოვამ (გერმანია), ზავენ სარგისიანმა (სომხეთი), სერგეი ლავრენტიევმა (რუსეთი) და მარიამ ჭაჭიამ (საქართველო) შემდეგი პრიზები გასცა:

ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გაიმარჯვა ფილმმა “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.

ჟიურის სპეციალური პრიზი კი მიენიჭა ფილმს “დროის ხიდები”, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

BIAFF 2018-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ ნიკოლოზ ხომერიკის (რუსეთი), ჟალე არიკანის (გერმანია), ქეთევან დევდარიანის (საქართველო) შემადგენლობით პრიზები ორ ძირითად ნომინაციაში გასცა:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა “საშლელი”, დავით ფირცხალავა, საქართველო, 2018, 18 წთ.

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) კი გადაეცა ორ ფილმს: „ყველა ის არსება“, ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ. და „საკვები მიტანით“, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.

BIAFF 2018-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი და ლელა ოჩიაური, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები:

საუკეთესო მხატვრული ფილმი გახდა „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018; 121 წთ.

ჟიურის სპეციალური მოხსენიება – “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ: ლომერ ახვლედიანს (საქართველო), გელა კანდელაკს (საქართველო) და სოსო ბარდანაშვილს (საქართველო).

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალმა გამარჯვებულები დაასახელა

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“, რესტორანი ECLIPSE, შპს „Legal Consulting Center“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), გადაცემა „კიმონო“, Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi