12 სექტემბერი, 2018

ავლაბარში უძველეს ორნამენტებს საფრთხე ემუქრება

ავლაბარში უძველეს ორნამენტებს საფრთხე ემუქრებაისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი თბილისის შუაგულში ავლაბარში მიმდინარე პროცესებზე ამახვილებს ყურადღებას და შესაბამისი უწყებებისგან საქმეში ჩართვას მოითხოვს:

“ეს თბილისია. ავლაბარი. გაპიწკინებული ტურისტული ზონიდან 500 მეტრში. კარების ეს დეტალი, სავარაუდოდ, ერთ მონოტონურ ფერში არ იყო შეღებილი. ახლა ყოველ დღე დადიან და ადგილობრივებს ,,ეჩალიჩებიან”, რომ ეს დეკორაციები მიყიდონ. რკინის ყვავილში 2000 დოლარს იხდინ და ხის ყვავილში 500 ლარსო (მე ასე მითხრეს შეიძლება ფასები არაზუსტია). მერე ამას რესტავრაციას უკეთებენ და ყიდიან უცხოეთში.

სადაც არ მივედი, ყველამ მითხრა, მყიდველები დადიანო. ეს ორი ორნამენტი სანიმუშოდ დავდე. ხვალ შეიძლება აღარ იყოს. თუ ეს ისტორია კანონმა არ დაიცვა და დამრღვევი ციხეში არ ჩაჯდა, არაფერი გამოვა.”

ავლაბარში უძველეს ორნამენტებს საფრთხე ემუქრება

ავლაბარში უძველეს ორნამენტებს საფრთხე ემუქრება