14 სექტემბერი, 2018

ასე უყვართ საქართველოში ხატია ბუნიათიშვილი

ასე უყვართ საქართველოში ხატია ბუნიათიშვილიხატია ბუნიათიშვილი საქართველოს იშვიათად სტუმრობს. მისი კონცერტებით ქართველი მსმენელი განებივრებული არ არის, ამიტმ მისი თითოეული ვიზიტი სამშობლოში ერთგული მსმენელისთვის დიდი საჩუქარია.

15 სექტემბერს ხატია ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში დაუკრავს. კონცერტზე დასწრება პიანისტის ყველა გულშემატკივარმა ვერ შეძლო, ამიტომ ხატიამ კონცერტამდე ერთი დღით ადრე, უბილეთოდ დარჩენილი მსმენელი გენერალურ რეპეტიციაზე მიიწვია.

როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზი სრულად შეივსო და პიანისტის გენერალურმა რეპეტიციამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

ასე უყვართ საქართველოში ხატია ბუნიათიშვილი

ასე უყვართ საქართველოში ხატია ბუნიათიშვილი