23 სექტემბერი, 2018

არტემ ანტანოსის ფერწერა ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

არტემ ანტანოსის ფერწერა ხელოვნების სასახლეში გამოიფინება23 სექტემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში მხატვარ არტემ ანტანოსის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა თემაზე შესრულებული 40-მდე ფერწერულ ტილო, რომელთა უმეტესობაც ხელოვანმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა.

არტემ ანტანოსმა ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, 2008 წელს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა, 2014 წლიდან კი – ხელოვნების სასახლის მხატვარ რესტავრატორია.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 19 მარტამდე გაგრძელდება.