24 სექტემბერი, 2018

“არ იკითხოთ “ვეფხისტყაოსანი”!

"არ იკითხოთ "ვეფხისტყაოსანი"!შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ქართველებისთვის მთავარი ლიტერატურული საგანძურია.

მხატვარი გია ეძგვერაძე კი მოგვიწოდებს არ ვიკითზოთ შოთას პოემა:

“არ იკითხოთ „ვეფხისტყაოსანი”, უყურეთ მოდას და მის აბსურდზე გამავალ მეტამორფოზებს – „ვეფხისტყაოსნის” მიერ საკუთარ დროსა და სივრცეში შემოტანილმა ღირებულებრივმა ორიენტირებმა თავისი მისია წარმატებით დაასრულა!

ამაში ეჭვი არაა! – ახლა კი სრულიად ახალი დრო დგება, ახალი ადამიანის, რომლის ცნობიერებას არაფერი აქვს საერთო თავის წინამორბედთან – მებრძოლ/დრამატულ ბინარულ ცნობიერებასთან, ქაჯის და მშვენიერების პოლარულობასთან.

დღეს გზა დრამატიზმზე არ გადის, დღეს გზა ნიცშეანური ჩვილის კისკისსა და ჟრიამულზე გადის – რახან ტვირთით ნაწამები აქლემი ლანდად იქცა, ჩაბარდა წარსულს, ლომი კი ბრძენი გამოდგა – აქლემის ამ ლანდის გადაყლაპვით დაორსულდა, გააჩინა; და დღეს მხოლოდ ჩვილის მოვლით და გაზრდითაა დაკავებული…

ჩვილი კი დღეს უკვე კისკისებს იცვლის ტანსაცმელს და სულ მალე საბოლოოდ მოიგლეჯს ფესვებს და დინებებს გაჰყვება სამუდამოდ!

ფილოსოფია იმისთვის არ იწერება, რომ დაიზუთხო და გააღმერთკერპო; ფილოსოფიის არსი სამყაროში საკუთარი გაელვებების განსხეულებების დანახვა და ამის დაფიქსირებით ფილოსოფიის ჩამთავრებაა!”