საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი იტალიაში მასტერკლასს ჩაატარებს.
28 სექტემბერს ლა საპიენცას უნივერსიტეტში ქართველი ლოტბარის მასტერკლასი საერთაშორისო კონფერენციის “გლობალიზაცია და იდენტობა” ფარგლებში გაიმართება.
