20 სექტემბერი, 2018

ალენ დელონის ყველაზე დიდი სიყვარული

ალენ დელონის ყველაზე დიდი სიყვარული82 წლის მსოფლიო ვარსკვლავის ალენ დელონის სასიყვარულო ურთიერთობებთან არაერთი ცნობილი და ულამაზესი ქალბატონის სახელი და გვარია დაკავშირებული.

“არტინფო” მსახიობის ყველაზე დიდ სიყვარულს გაგაცნობთ, რომელიც არა სუსტი სქესის ქალბატონი, არამედ მისი უერთგულესი ოთხფეხა მეგობრებია.

ალენ დელონი:

“თქვენ გგონიათ ჩემმა ძაღლებმა იციან, რომ ალენ დელონი ვარ? მათთვის ეს სულ ერთია! ჩემს ძაღლებს ვუყვარვარ, მათ არ იციან ვინ ვარ, რას ვაკეთებ. ისინი მეც ყველაზე დიდი სიყვარულით მიყვარს. ეს ურთიერთ სიყვარულია – ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტი.”