12 სექტემბერი, 2018

აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე: “ჩემი დაობლება ძნელია”

აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე: "ჩემი დაობლება ძნელია" ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მისი თანამოაზრეებისთვის უდიდესი დარტყმა იყო. მისმა თანამებრძოლმა აკაკი წერეთელმა ილიასთან გამოთხოვებისას ასეთი სიტყვა წარმოსთქვა:

“მშვიდობით, ძმაო!

გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთს უღელს ვეწეოდით, ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტოდ დარჩენა, დაობლება ძნელია.

თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ-უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!

მშვიდობით, ძმაო! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი!..”