14 აგვისტო, 2018

სასიამოვნო სიახლე საქართველოს ისტორიის მოყვარულებს გიორგი კალანდიასგან

სასიამოვნო სიახლე საქართველოს ისტორიის მოყვარულებს გიორგი კალანდიასგანისტორიკოსი გიორგი კალანდია საქართველოს ისტორიის მოყვარულებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს:

“უცნობი ისტორიული წყაროები ინგლისიდან და ირლანდიიდან – ტიუდორების არქივი” – ხელოვნების სასახლის სამეცნიერო პროექტი, რომელიც რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.

სულ მალე მართლაც უნიკალური დოკუმეტებისა და ვიზუალური მასალის შესანიშნავი მანამდე უცნობი კოლექცია გამოქვეყნდება, რომლებიც საქართველოს ისტორიის შესახებ ბევრ ახალ და საინტერესო ფაქტს გვიყვება.

ელისაბედ პირველი, ჰენრი მერვე, მარიამ ტიუდორი იმდროინდელი საქართველოს შესახებ. კოლხეთი მე-14-15 საუკუნეების ევროპულ ხელნაწერებში – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ დიდი პროექტისა.

ვამაყობ, რომ ამ პროექტში ჩვენი მუზეუმის თანამშრომლები არიან ჩართულნი, განსაკუთრებით მიხარია ახალგაზრდა მეცნიერის, ლონდონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის თორნიკე კოპლატაძის მონაწილეობაც.

მოკლედ, სულ მალე, მათ ვისაც უყვარს საქართველოს ისტორია, შესანიშნავ გამოცემას შევთავაზებთ.”