18 აგვისტო, 2018

ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ბესიკ ხარანაულისგან

ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ბესიკ ხარანაულისგან ბესიკ ხარანაულის შემოქმედება მისი გულწრფელი მოსაზრებებია ადამიანებზე და ცხოვრებაზე, ამიტომაც არის რომ ათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს.

“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ მცირე, მაგრამ ძალიან საინტერესო მოსაზრებას ბესიკ ხარანაულისგან:

“მე მგონია, რომ საკვირველი ადამიანებში ძალიან ცოტაა იმიტომ, რომ იმეორებენ იმას, რაც უკვე უკეთებიათ, განსაკუთრებით, ჩვენში.

ასე კი ვფიქრობ, მაგრამ მკვიდრად ჩამოყალიბებული რომ მქონდეს რომელიმე აზრი, სრულებითაც არ მჭირდება. რაში მჭირდება ტოტი, რომელზეც ვერ ვიქანავებ?!”