22 აგვისტო, 2018

ხვამლის მთას განადგურება ემუქრება

ხვამლის მთას განადგურება ემუქრებახვამლის მთას განადგურება ემუქრება. ინფორმაცია ინტერნეტში ვრცელდება. როგორც ჯგუფი “ერთად ხვამლის გადასარჩენად” იუწყება:

“კომპანია Clean Energy Group Georgia გეგმავს ხვამლის მთის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობას. “ტვიშჰესის” და “ნამახვანჰესის” მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.

წყლით დაფარვა და დატბორვა ემუქრება ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 16 სოფელს! მოსალოდნელია არარეალური მასშტაბების ეკოლოგიური კატარსტოფა!

ხვამლის მთის ძირში არსებული მღვიმეები შეუსწავლელია და გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, შესაძლოა კატასტროფა ქუთაისსაც შეეხოს. კომპანია აპირებს მღვიმეების ბეტონით ამოვსებას, რაც არავინ იცის თუ რა შედეგებს მოიტანს!

პროექტში ხორციელდება 750 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და არავის აინტერესებს, თუ რა შედეგებს მოუტანს ეს მოსახლეობას, გარემოს და რაც მთავარია, ნადგურდება საგანძური, რომლისნაირიც საქართველოს ძალიან ცოტა შემორჩა!!

ხვამლის მთა, რომელსაც განადგურება ემუქრება, არის საკრალური ადგილი, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ ერთი უძვირფასესი ადგილი, სადაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ ამ ტერიტორიაზე განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განადგურების პირასაა!

ყველას, ვისაც გული შეგტკივათ, ერთად ვეცადოთ გადავარჩინოთ საგანძური, ადგილობრივი სოფლები და გარემო მოსალოდნელი კატასტროფისგან…

გვჭირდება ყველას თანადგომა! ყველას თანადგომაა საჭირო, რომ ერთად შევძლოთ ამ დიდ პრობლემასთან გამკლავება…”