13 აგვისტო, 2018

ხატია ბუნიათიშვილი – მთავარი ვარსკვლავი რომის საზაფხულო ფესტივალზე

ხატია ბუნიათიშვილი - მთავარი ვარსკვლავი რომის საზაფხულო ფესტივალზე ხატია ბუნიათიშვილის კონცერტებს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში დიდი ინტერესით ელოდებიან. სრული ანშლაგით მიმდინარე საღამოებზე მსმენელი მოჯადოებულია არა მარტო ქართველი პიანსიტის ნიჭიერებით და პროფესიონალიზმით, არამედ მისი შარმითა და სილამაზითაც.

ხატიამ რომის საზაფხულო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ჩაიკოვსკის ნაწარმოები დაუკრა. ინტერნეტში გავრცელდა გენერალური რეპეტიციის მცირე ჩანაწერი, რომელმაც როგორც ქართველებისგან, ასევე უცხოელებისგან ათასობით ნახვა, ადდებითი კომენტარი და გაზიარება დაიმსახურა.

ცოტნე გამსახურდიას ხატია ბუნიათიშვილის ჩანაწერმა ბაბუის კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა “ზარები გრიგალში” გაახსენა:

“ხატია ბუნიათაშვილის ამ შესრულებას კონსტანტინეს ნოველას დავურთავდი, “ზარები გრიგალში”…
“მე ვეტყოდი: ასწიეთ ადამიანი მაღლა, სულ მაღლა და დასვით მნათე ოქოპირ შემოქმედის მარჯვენა მხარეს, რადგან სიბნელეში დაბრმავებულმა ერთხელ მაინც იგრძნო აღტაცება და ექსტაზში დაიღუპა…”