31 აგვისტო, 2018

იოსებ ბარდანაშვილი დააჯილდოვეს

იოსებ ბარდანაშვილი დააჯილდოვესკომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი დააჯილდოვეს.

საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “ღამის სერენადები” ხელოვანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდა კომპოზიტორის “სერენადა” ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.

ღონისძიების დასასრულს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ იოსებ ბარდანაშვილი, რომელსაც საპატიო ბათუმელის წოდება უკვე აქვს მინიჭებული, დამსახურებული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვა.