20 აგვისტო, 2018

გურამ რჩეულიშვილის წინასწარმეტყველება: ” თუ არ მოვკვდი, რისი იმედიც არ მაქვს…”

გურამ რჩეულიშვილის წინასწარმეტყველება: " თუ არ მოვკვდი, რისი იმედიც არ მაქვს..."მწერალ გურამ რჩეულიშვილს თანამედროვენი ვერ უგებდნენ. მასზე ლეგენდები მის სიცოცხლეშივე დადიოდა.

თავად მწერალი კი საკუთარ თავზე წერდა:

“მე ბუნებით არტისტი ვარ, მიყვარს ხალხი, აპლოდისმენტები, ოღონდ უნიჭო ვარ…

მე მიყვარს გარეგნულად ბალაგანი, ბალაგანის არტისტობა, ოღონდ ჩემს გულში ბერი ზის, რომელიც ნელა და ენერგიულად ითრევს თავისკენ ჩემს სულს…

მე თუ არ მოვკვდი, რისი იმედიც არ მაქვს, წავალ უკან, ბერობისკენ ჩემი ნიჭის სასარგებლოდ, რომელშიც აისახება მთელი ეს ვნება გადაძალვისა, რასაც ჰქვია სინდისის ქენჯნა”.