21 აგვისტო, 2018

გოდერძი ჩოხელი: “კაცებს მართლა ჰგონიათ, რომ ქალმა უფრო მეტი დააშავა…”

გოდერძი ჩოხელი: "კაცებს მართლა ჰგონიათ, რომ ქალმა უფრო მეტი დააშავა..."ევას მიერ ადამის ცდუნება დღემდე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურად სადავო საკითხია.

გოდერძი ჩოხელი ამ თემას თავის ნაწარმოებში “გაცოცხლებული მიცვალებული” ასე ეხმაურება:

“კაცებს მართლა ჰგონიათ, რომ ქალმა უფრო მეტი დააშავა, როცა კაცი აცდუნა და იძულებული გახადა სამოთხის ვაშლი ეჭამა. რამდენჯერ გამიგონია მათგან – ქალი მაცდურია! ამით ისევ პირველ ცოდვას იხსენებენ და ამ სიტყვებით უნდათ, რომ თავი იმართლონ.

კი მაგრამ?!
შენ რომ კაცი ხარ?!
შენ რომ კაცი იყავი იმ სამოთხეში, სადაც ღმერთმა თავისი პირით გითხრა სიტყვა და დაგიწესა სამანები, რომელიც არ უნდა დაგერღვია.

ქალმა გაცდუნა?!
ქალიც ხომ აცდუნა გველმა?!
შენ ხომ კაცი ხარ, კაცი იყავი და კაცურად არ უნდა დაგერღვია სამოთხის კანონები.
რატომღა იყრი დღემდე ქალზე ჯავრს?”