26 აგვისტო, 2018

“ღამის სერენადები” ბათუმში საზეიმოდ გაიხსნება

"ღამის სერენადები" 10 წლისაასაერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” ბათუმში, სასტუმროში „შერატონი“ 26 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, სოლისტი გია იაშვილი – ვიოლინო (საქართველო/ავსტრია) და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია).

ორგანყოფილებიან კონცერტზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ლიანა ისაკაძის მუსიკალური სამკუთხედი“ („ქართული ფილმი“ 2009 წ.).

კლასიკური მუსიკის მოყვარულები მოისმენენ მოცარტის „ღამის პატარა სერენადას“, სოლ მაჟორი, K. 525, დვორჟაკის “სერენადას” მი მაჟორი, თხზ. 22 და იოსებ ბარდანაშვილის „სერენადას“ ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.

“ღამის სერენადები” ბათუმში საზეიმოდ გაიხსნება