20 აგვისტო, 2018

ეკა კვალიაშვილი: “გასკდა ეს გული!”

ეკა კვალიაშვილი: "გასკდა ეს გული!"– ჩემო საყვარელო საქართველოს მკვიდრნო, მოქალაქეებს არ ვიტყვი, რადგან გადაივსო იუსტიციის სახლი, მოქალაქეობის გაცემაზე რიგია… ჰმ, გასკდა ეს გული და პატრონი არაა. ხალხო, ვისაც გეხებათ ეს, არ გრცხვენიათ? – აცხადებს მომღერალი ეკა კვალიაშვილი და საქართველოში შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებულია:

“ჩემო კეთილო, სტუმართმოყვარე (ყველანაირ ეტიკეტს რომ სცდება ისეთი და საკუთარის დაუნდობელო) უმრავლესობავ, ავღნიშნავდი კიდევ ფულისმოყვარულებს, აი, ისეთებს სულ რომ კიდიათ საკუთარი ქვეყანაც, შვილიც და ძირიც, (და სხვისი ხო წარმოგიდგენიათ) იმისათვის, რომ გააკეთოს ფული ვიღაც მდიდარ ჩამოსულ არაბზე, სულ მიყიდის ყველაფერს ქართულს, ალბათ სული ვერ ამოიგლიჯეს და არც არავის უნდა, თორემ კაი ფასად ალბათ გაყიდდნენ!

არავინ დამაბრალოს სტუმარი არ უყვარსო, ფული სძაგსო და ათასი რაღაც, სტუმარიც მიყვარს და ბევრი ფულიც მჭირდება, ისევე როგორც ყველას, მაგრამ სამშობლო ერთია, ქალაქი ერთია, აღმაშენებლის გამზირიც ერთია ისე, ცნობისთვის, ჩვენს ქალაქს და ქვეყანას ყიდულობენ, ისედაც დაგლეჯილს! და იცით რტომ, მიდის ბაზრობა და ვაჭრობა საქართველოთი და ისევ ქართველი ყიდის…

ბაბუაჩემი საუკუნეების წინ ხმლის ქნევაში რომ მოკვდა, სამშობლოს იცავდა, შვილი რომ შესწირა საქართველოს სიყვარულს, ხოო, გიორგი სააკაძეზეა საუბარი, და სხვა რამდენი გმირი მეფეები და გულიანი ქართველი ვაჟკაცები ჩამოვთვალო, კბილებით რომ იცავდნენ სამშობლოს….

მისხალ-მისხალ ყიდულობს ვიღაც მდიდარი არაბი აქაურობას, მათი ცოლები ისეთ ფორმაში დადიან ჩემს და თქვენს ქალაქში, გაიგე ქალია თუ კაცი, იქნებ გიჟია ვიღაც, იქნებ იარაღს მალავს, ვინ ჯანდაბაა, აქ ამ ქვეყანაში ასე რომ დადის, როდესაც მათთან ვერავინ ჩადიოდა თავდაუბურავი, ჩაქოლავდნენ. ასე რომ არ ყოფილიყო, აქ რატომ აქვთ უფლება ასე სიარულის, რატომ?

ჩემო საყვარელო საქართველოს მკვიდრნო, მოქალაქეებს არ ვიტყვი, რადგან გადაივსო იუსტიციის სახლი, მოქალაქეობის გაცემაზე რიგია… ჰმ, გასკდა ეს გული და პატრონი არაა. ხალხო, ვისაც გეხებათ ეს, არ გრცხვენიათ? მ2 კარტოზიას ქუჩაზე, არაბეთადაა გადაქცეული. ჩვენი კანონი ამათ იცავს! ეს ქართველები კი დგანან და ერთმანეთს ჭამენ!

მ2-ს დაცვა ჰყავდა, მე იქ ვცხოვრობდი 2 წელი. ვიცნობდი ყველას და ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. ერთ დღეს ვიღაც შავოსანი სრულიად ჩამოფარებული, რაღაც არსება გამოვიდა ეზოში, ეს ვინაა რას ნიშნავს ეს ყველაფერი მეთქი, არაბები არიანო. (სტუმარი ვიცი მე, რომ მოვა და წავა! მე რომელიმე ეროვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე ჩემი ქვეყანა მტკივა!) ცოტა ხნის წინ, ერთერთი დაცვის თანამშრომელი შემხვდა და მითხრა ყველა გამოგვიშვეს სამსახურიდანო, დავინტერესდი ბუნებრივია რატომ? იმიტომ რო ეს არაბი ქალები, ვერ გადიგამოდიან, უცხო კაცების ახლოს. რატომ, ხალხო, რატომ უნდა დარჩეს უმუშევარი ქართველი საქართველოში ამათ გამო, რატომ?

იცით რა, არაბი ყიდულობს, არაფერს აშავებს ამით, აბანდებს ფულს, აი, ჩვენ რას ვაკეთებთ, რატომ ვყიდით ამ ნაწამებ მიწას, რატომ? შვილებს მონებად ვზრდით თუ რას ვაკეთებთ? აღარფერი დარჩებათ ჩვენს შვილებს, არც ერთი გოჯი მიწა საკუთარ ქვეყანაში. არავის უფიქრია ნეტა ამაზე? სანამ დროა, აზრზე მოვიდნენ ისინი, ვისაც ეხება ეს და ჩვენ, არ ვიცი, რაიმე უნდა მოვიფიქროთ საღად მოაზროვნეებმა, ან კანონში შევიდეს რაღაც ცვლილება, ან ახალი კანონი გამოუშვან ამის თაობაზე, რომ არ გაიყიდოს მიწა, არ მიეცეთ მოქალაქეობა, შეეზღუდოთ უფლებები და დაწესდეს რამდენ თვეს მოიცავს მიგრირებულების ვიზიტი საქართველოში.

ბოლოს და ბოლოს დავემსგავსოთ სახელმწიფოს და შევდგეთ, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნა მყარი კანონმდებლობა! და ბოლოს, თავისი ადგილი ჰქონდეს ყველას!

და რომელი ქართველიც გაყიდის ქართულ ტერიტორიას, მიწას, ჩაეთვალოს სამშობლოს ღალატად სამშობლოს გაყიდვად! რადგან ასეთი ადამიანი უსიყვარულოა, ბოროტია და უნამუსოა!”