26 აგვისტო, 2018

ასეთი იქნება ფილმი “საქართველო”

ასეთი იქნება ფილმი “საქართველო”მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაიღო და ოსკარზეც წარადგინა, ახალ სურათზე დაიწყო მუშაობა.

”საქართველო” – ასე ეწოდება მიუზიკლის ჟანრის ფილმს, რომელიც ქართული ცეკვის, სიმღერის და ღვინის ისტორიას მიეძღვნება.

შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაღებებისთვის საჭირო ადგილები უკვე შეარჩია და ჯუთაში ფილმის პირველი სცენისთვის რეპეტიციაც გაიარა.