ანიტა რაჭველიშვილი: “თავმოყვარეობა ვიქონიოთ, ქართველებო!”

ანიტა რაჭველიშვილი: "თავმოყვარეობა ვიქონიოთ, ქართველებო!"ასე მიმართავს თანამემამულეებს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და მიაჩნია, რომ უკვე დროა, გონზე მოვიდეთ:

“საქართველოში რუსულ ენაზე მენიუები არ უნდა იყოს რესტორანში! რუსულ ენოვან ტურისტებს ელაპარაკეთ ინგლისურად, რადგან ინგლისურია საერთაშორისო ენა და არა რუსული.

თავმოყვარეობა ვიქონიოთ, ქართველებო, და ცოტა გონზე მოვიდეთ!

ეს ვიღაცა შემოგზავნილი “დარიას” პოსტები არის ამაზრზენი და ასე თავზე რომ დაგვაჯდნენ, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია!

მშვიდობა გვინდა კი, ბატონო, მაგრამ ღირსების შელახვა არავის არ უნდა ვაპატიოთ!”