5 ივლისი, 2018

ზაზა პაპუაშვილი: “ეს არის კრიმინალი!”

ზაზა პაპუაშვილი: "ეს არის კრიმინალი!"– ამ საკითხით დაინტერესდით, სანამ მე ძალიან დავინტერესდი. ეს არის კრიმინალი. დაადგინეთ ეს კრიმინალი და რასთან იყო დაკავშირებული, – ასე მიმართა პარლამენტარმა ზაზა პაპუაშვილმა განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კულტურის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბაქრაძეს და რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორის ირინა ყიასაშვილის განცხადებაზე რეაგირება მოითხოვა. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსთაველის თეატრის კომერციული დირექტორი ცარიელ ბლანკზე ხელის მოწერას აიძულებდა.

ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტარი:

“ირინა ყიასაშვილმა ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაზე უარი თქვა და იძულებული გახადეს, თანამდებობა დაეტოვებინა. ამ საკითხით დაინტერესდით, სანამ მე ძალიან დავინტერესდი. ეს არის კრიმინალი. დაადგინეთ ეს კრიმინალი რასთან იყო დაკავშირებული. ეს ვილაპარაკე თხლად, ლამაზად. ეს თქვენს კომპეტენციაშია და საგამოძიებო ორგანოებს მიმართეთ. დეპუტატი გელაპარაკებით. ადამიანი ხელს აწერინებდა და მერე რასაც უნდა, იმას აკეთებდა. ამ საკითხით ვინ უნდა დაინტერესდეს, მე თუ თქვენ? გეტყობათ, ვერ დამინახეთ კარგად და გეუბნებით, დაინტერესდით. ეს ქცევა კრიმინალია გაქანებული.”

გიორგი ბაქრაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე:

“ამ საკითხზე შიდა მოკვლევა განხორციელდა. აუდიტის დასკვნა არსებობს. თუ სისხლის სამართლებრივ ფაქტს ადგილი ექნებოდა, საქმე გადაგზავნილი იქნებოდა. შეგიძლიათ, გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. ფაქტზე რეაგირება უკვე მოხდა. ეს საკითხი განათლების კომიტეტთან ურთიერთობის ფარგლებში იქნა განხილული. ეს საკითხი შიდა აუდიტმა მოიკვლია. სისხლის სამართლის დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, ეს შესაბამის ორგანოებში იქნებოდა გადაგზავნილი.”