3 ივლისი, 2018

ყველა დროის უდიდესი როკმენი – იოჰან სებასტიან ბახი

ყველა დროის უდიდესი როკმენი - იოჰან სებასტიან ბახი– იმედია უკვე აღარავის ეპარება ეჭვი რომ მსოფლიოში ყველა დროის უდიდესი როკმენიც, ბლუზმენიც, ჯაზმენიც და ყველა “მენიც” არის – მამათა მამა იოჰან სებასტიან ბახი, – აცხადებს ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე:

“მქონდა ბედნიერება 1993 წელს ლეგენდარული გიტარისტისთვის – რიჩი ბლექმორისთვის (Ritchie Blackmore) გერმანიაში ყოფნისას მეკითხა (ის მაშინ ჯერ კიდევ “ფარფლებში” იყო) – ვინ იყო მისი აზრით ყველა დროის უდიდესი როკმენი – გაოგნებული დავრჩი მის პასუხზე: – რა თქმა უნდა, იოჰან სებასტიან ბახი…

ამ გაოგნების მიუხედავად, მე “სასწრაფოდ” დავიჯერე ეს – მაშინ ბლექმორი განუზომლად დიდი ავტორიტეტი იყო (არის და იქნება), მაგრამ საქართველოში რამდენ როკმენთანაც ეს ვთქვი – ირონიულად ჩაიღიმეს… (კაკო ვაშალომიძის გარდა – მან უცებვე მიპასუხა, სანამ ბლექმორის ვერსიას ვეტყოდი…)

მოკლედ – ეხლა იმედია უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მსოფლიოში ყველა დროის უდიდესი როკმენიც, ბლუზმენიც, ჯაზმენიც და ყველა “მენიც” არის – მამათა მამა იოჰან სებასტიან ბახი.

ნახეთ – 15 “არანორმალური” რას უკრავს!”