ოსკარის უცხოენოვანი ნომინაციისთვის საქართველოდან კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო.
რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაწყვიტა ფილმი “ექვთიმე ღვთისკაცი” ოსკარზე შესარჩევი ფილმების კონკურსში ჩართოს:
“ვგეგმავთ, ექვთიმეს ფილმით მონაწილეობა მივიღოთ საქართველოდან ოსკარის უცხოენოვანი მხატვრული ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი ფილმების შერჩევაში და გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.”
