13 ივლისი, 2018

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: “შედევრები იღუპება!”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: "შედევრები იღუპება!"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კუმურდოს და აწყურის ტაძრებზე მიმდინარე სამუშაოებს დამღუპველს უწოდებს:

“ძეგლთა დაცვით ორგანიზაციბს ვთხოვ, თუ ასეთები არსებობენ, დადონ აწყურის და კუმურდოს საკათედრო ტაძრებზე მიმდინარე სამუშაოების ანგარიში.

შედევრები იღუპება. ეგებ ვცდებით.
გაახილეთ თვალები.
მერე გვიან იქნება.
უკვე გვიანი თუ არ არის.

ფოტოზე: კუმურდოს ტაძრის ახალი “კაფელი-წყობები” კუსტარულად, სირცხვილია!

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: "შედევრები იღუპება!"

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: "შედევრები იღუპება!"

ქართული “რესტავრაციის სასწაული”.
მე-11 საუკუნის ტაძარზე მთლიანად ახალ ჩუქურთმას კვეთენ, ღობესთან კი ძველი სარკმლები ყრია.
ვიცინებდი, სატირალი რომ არ იყოს…
აწყურის კათედრალი, 2018 წელი.”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: "შედევრები იღუპება!"

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: "შედევრები იღუპება!"