მიხეილ გიორგაძე მინისტრის თანამდებობას დაემშვიდობა

მიხეილ გიორგაძე მინისტრის თანამდებობას დაემშვიდობაპრემიერმა მამუკა ბახტაძემ კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთა და მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.

ახალი მინისტრის განმარტებით, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ის სფეროებია, რომლებიც ხელს უნდა უწყობდეს ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას და განვითარებას, ამიტომ მიხეილ ბატიაშვილი ძირეულ ცვლილებებს და რეფორმების გატარებას იწყებს.