5 ივლისი, 2018

ლეგენდარული მარსელ მარსოს შვილი საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული მარსელ მარსოს შვილი საქართველოში ჩამოვიდაპანტომიმის მსოფლიო ლეგენდის მარსელ მარსოს შვილი ბაპტისტ მარსო საქართველოში ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალში.

ამირან შალიკაშვილი უმცროსი:

“საქართველოს ესტუმრა მარსელ მარსოს შვილი ბაპტისტ მარსო!
40 წლის წინ ჩვენი მამები შეხვდნენ ერთმანეთს… მე ბედნიერი კი არა, უბედნიერესი ვარ! მიყვარხართ ყველა ვინც ეს შესაძლებლობა მომეცით!

შალიკაშვილის ფესტივალი დაიწყო!”