27 ივლისი, 2018

ხმა მიეცით პანტომიმის და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრს საქართველოში

ხმა მიეცით პანტომიმის და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრს საქართველოში“შენი იდეა ქალაქის მერს” – ასე ჰქვია დედაქალაქის მერიის მიერ წამოწყებულ ინიციატივას. პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა პროექტი წარადგინა – პანტომიმის და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში, რომელიც ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

პროექტის აღწერილობაში წერია:

იდეამ განიცადა ცვლილება, რადგან აქამდე არ იყო ცნობილი საერთაშორისო ცენტრის ლიცენზიის ამუშავება.

2018 წლის მარტში, სერბეთში საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა ლიცენზიის ძალაში შესვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ, სახეშეცვლილი იდეა გაგვეზიარებინა თქვენთვის.

საუბარია არამარტო თეატრზე, არამედ სკოლაზე, რომელსაც განვითარება ესაჭიროება. იდეაში შეიქმნა ახალი კონცეფცია და შეიქმნა შენობის ესკიზი. რეალურად გთავაზობთ ახალ იდეას, რათა მეტად მორგებული იყოს შენობა XXI საუკუნეს.

საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი დაარსდა 1965 წლის 13 მაისს. 1976 წელს თეატრმა მოიპოვა სახელმწიფო სტატუსი. 1978 წელს თეატრალურ უნივერსიტეტში გაიხსნა პანტომიმის ფაკულტეტი. 2012 წელს თეატრი გადავიდა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში. 2015 წელს თეატრმა მოიპოვა საერთაშორისო ცენტრის ლიცენზია, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 მარტს. ასევე 2015 წელს მერიის მხარდაჭერით დაარსდა შალიკაშვილის ფესტივალი. 2016 წელს გაიხსნა შალიკაშვილის საერთაშორისო სტუდია.

53 წლის მანძილზე ევროპული ხელოვნება ჩამოყალიბდა ჟანრად, რომელიც ქართულ სტილს ფლობს. ამ პერიოდში თეატრმა მოიპოვა უამრავი პრიზი და 17 გრანპრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დადგმულია 60-მდე სპექტაკლი – უმეტესობა ქართული პოემებისა და პიესების მიხედვით, რომელიც დღეს საგანმანათლებლოდ ითვლება.

დღეს თეატრი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, ერთადერთი, რაც თეატრს ხელს უშლის თანამედროვე განვითარებისთვის, ეს არის შენობა – შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვედ. ამირან შალიკაშვილის დაარსებული ჟანრი უკვე საერთაშორისო ცენტრად იქცა და მსოფლიოში ერთადერთი განვითარებული სკოლაა.
თბილისს აუცილებლად სჭირდება პანტომიმის თეატრი. ჩვენ გვყავს საერთაშორისო პარტნიორები როგორიცაა World Mime Organisation და მსოფლიოს სხვადასხვა პანტომიმის თეატრები და ჯგუფები. გვინდა უფრო ღრმად ჩავწვდეთ შალიკაშვილის სტილის სკოლას და გითხრათ რომ, ამ სკოლაში ბევრი წარმატებული შემოქმედი გაიზარდა, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დიდი წარმატებით მოღვაწეობენ.

აუცილებელია სკოლის განვითარება, რათა მოვიზიდოთ საერთაშორისო ბაზრიდან ახალგაზრდობა. ჩვენ ვერთიანდებით მსოფლიოს ყველა კუთხიდან შალიკაშვილის წარმატებული მოწაფეებითა და კოლეგებით, მსოფლიოში ბევრი თეატრი შეიქმნა შალიკაშვილის ბაზაზე, ასევე მსოფლიოს 40 ქვეყნის წარმომადგენელი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში იყოს საერთაშორისო ცენტრი.

ეს საინტერესო პროექტი ეკუთვნის ახალგაზრდობას. ეს ხელოვნება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ყველა თეატრს სჭირდება. pantomime.ge  დიახ ამბიციურია ჩვენი იდეა, თუმცა ამავდროულად რეალური, რადგან დღეს თეატრს გააჩნია ქონება რუსთაველის გამზირზე N37-ში და 9 აპრილის ბაღში. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, თეატრს გააჩნია ბიზნეს პროექტები – ეს არის გრიმით/მაკიაჟით მომსახურება, საკარნავალო და სხვა.

ჩვენი შემოქმედებითი სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის ყველა თეატრი სარგებლობს ჩვენი რესურსით. ქართული პანტომიმის ხელოვნება გამოირჩევა ევროპისა და მსოფლიოს პანტომიმისგან, ამირან შალიკაშვილის ხელწერა, სადაც მკაფიოდ ჩანს ქართული სტილი, განსხვავებულია.

ჩვენი საგანმანათლებლო სპექტაკლები ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, „ტერენტი გრანელი“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა ხშირად ხვდება სკოლების პროგრამაში. ჩვენი პროდუქტი არის ინტელექტუალური და შემეცნებითი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იდეა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. გთხოვთ გამოიჩინოთ სრული მხარდაჭერა.”

ხმა მიეცით პანტომიმის და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრს საქართველოში