10 ივლისი, 2018

“იქს ფაქტორი 2018” ანრი გუჩმანიძე გახდა

"იქს ფაქტორი 2018" ანრი გუჩმანიძე გახდა“იქს ფაქტორის” კიდევ ერთი სეზონი დასრულდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, “იქს ფაქტორი 2018” ანრი გუჩმანიძე გახდა.

ფინალში ზარების რეკორდული რაოდენობა – 51 895 ხმა დაფიქსირდა. ხმების 40.79% სწორედ ანრიმ მიიღო.

შოუს გამარჯვებულმა მთავარი პრიზი – ბინა მოიგო, ფინალისტებს კი სხვადასხვა კომპანიებისგან სამახსოვრო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.