10 ივლისი, 2018

გეგა კობახიძის წერილი საკნიდან

გეგა კობახიძის წერილი საკნიდანმსახიობი გეგა კობახიძე “თვითმფრინავის ბიჭების” სახელწოდებით ცნობილი ამბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. მას უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა მიუსაჯეს.

“არტინფო” გთავაზობთ მსახიობის ერთ-ერთ წერილს, რომელიც გეგა კობახიძის საკანში იპოვნეს:

“პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა, არც კი მესმოდა მისი არაფერი, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა ცხოვრებაში – რაც შეიძლებოდა, ღრმად შემესწავლა რელიგია.

ვფიქრობდი, უკანონო გზებით ამერიკაში მოხვედრას, რადგან კანონიერი გზები აქ ჩემთვის არ არსებობდა და არც ვიცოდი, ოდესმე თუ გამოიძებნებოდა.

ბედი თავისას მთავაზობდა და მეც მივდევდი მას. ხოლო მასზე ძლიერი ძალა დედამიწის ზურგზე არ მეგულება და ჯერ არც მსმენია შემთხვევა, ვინმე წინ აღდგომოდეს მას.”