30 ივლისი, 2018

გახსოვთ დათო აგიაშვილი ფილმიდან “განგაში”?

გახსოვთ დათო აგიაშვილი ფილმიდან "განგაში"?ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში “განგაში” დათო აგიაშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. პროფესიით კინორეჟისორი და სცენარისტი არაჩვეულებრივი მსახიობი იყო.

ჯამბულ კოხრეიძემ დათო აგიაშვილთან დაკავშირებით საინტერესო და ბევრისთვის უცნობი ისტორია გაავრცელა:

“არ ვიცოდი, ახლახანს გავიგე და მინდა ეს ინფორმაცია თქვენც გაგანდოთ, ვინძლო თქვენთვისაც სიახლე იყოს…

პირველი ფოტო ჩემი თაობის და უფროსების მეხსიერებაში უნდა არსებობდეს – ესაა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში “განგაში” – დათოს როლს ასრულებს დათო აგიაშვილი! ვარსკვლავური აღნაგობის დათომ დასამახსოვრებელი და რაღაც “არასაბჭოთა” როლი შექმნა იმთავითვე…

მეორე ფოტოზე ისევ დათო აგიაშვილია. ფოტო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული: იგი გარდაიცვალა 2014 წელს კალიფორნიაში (აშშ).

მესამე ფოტოზე კი დათო აგიაშვილის ვაჟია – ჯორჯ ფინი! იგი ჰოლივუდის ერთ-ერთი პოპულარული და კარგადანაზღაურებადი მსახიობია!

მეოთხე ფოტოზე კი… ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი ნიკა აგიაშვილია! დათო აგიაშვილი მისი ვაჟი იყო და ჯორჯი – შვილიშვილი!

ლამაზი ქართული გენი!”

გახსოვთ დათო აგიაშვილი ფილმიდან "განგაში"?

გახსოვთ დათო აგიაშვილი ფილმიდან "განგაში"?

გახსოვთ დათო აგიაშვილი ფილმიდან "განგაში"?

გახსოვთ დათო აგიაშვილი ფილმიდან "განგაში"?