29 ივლისი, 2018

ბიძინა კვერნაძე – გენიოსი კომპოზიტორი

ბიძინა კვერნაძე - გენიოსი კომპოზიტორი– რა მენატრება? მენატრება ქართულ სოფელში გასვლა, ბრძენი გლეხის მოსმენა. იცი, ქართველი გლეხი ჩემთვის თავისებური მუსიკაა, ისე როგორც ყველაფერი ჩემ ირგვლივ. სამყაროს კარგად უნდა დაუგდო ყური და გამოკენკო იქიდან შენი მუსიკა, – ამბობდა კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე.

არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორს მისი მოსწავლე, პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი იხსენებს:

“29 ივლისი დიდი ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის დაბადების დღეა! მას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა, სრულიად საქართველოს გილოცავთ ამ დიდი გენიოსის დაბადების დღეს, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ მუსიკალურ ისტორიაში თავისი უკვდავი, ფასდაუდებელი შემოქმედებით.

მე კი ბედნიერი ვარ მისი მოსწავლე რომ მქვია და რომ მქონდა მასთან ახლო ურთიერთობის, მეგობრობის შესაძლებლობა.

მაგალითი იყო ადამიანობის, კეთილგანწყობილი, ლაღი, ცხოვრებაზე შეყვარებული, ნიჭიერების ქომაგი, თავმდაბალი, საოცარი იუმორის გრძნობით…

მიყვარხართ ჩემო ბატონო ბიძინა და ყოველთვის მეყვარებით!!! თქვენი ყურშა როსტიაშვილი.”

”არტინფო” გთავაზობთ ნიკა ნიკვაშვილის მიერ შესრულებულ ბიძინა კვერნაძის მელოდიებს ქართული ფილმებიდან: