“საქართველო” – ასე ჰქვია რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ახალ ფილმს, რომელიც მიუზიკლის ჟანრის იქნება.
ფილმში მონაწილეობის მსურველებთან შეხვედრები უკვე დაიწყო და შემოქმედებითი ჯგუფი მსურველთა შორის საუკეთესოებს არჩევენ.
ნიკოლოზ ხომასურიძე:
“ამ ფილმით საქართველოს ყველა მოქალაქე და უცხოელი ულამაზეს კადრებად დაინახავს, თუ რას წარმოადგენს დღეს ათასწლეულების ქარტეხილებში გამოწრთობილი უკვდავი ქართული გენი… „გაბედე ოც-ნება და არასოდეს დანებდე!“