12 ივნისი, 2018

“მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო

"მხოლოდ ქართული" სოფო ბათილაშვილმა მოიგომუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო. სპეციალურად შოუსთვის დამზადებული მთავარი პრიზი მას ნიკა გვარამიამ გადასცა.

“მხოლოდ ქართულის” ფინალში 700.000 ხმა შევიდა და მათგან ყველაზე მეტი – 100.000 ხმა სოფო ბათილაშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე საბა კემულარია გავიდა, მესამეზე – ალექსანდრე მრელაშვილი, მეოთხეზე კი – კონსტანტინე კარანაძე.

ყველა ფინალსიტმა სხვადასხვა კომპანიებისგან სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრემიები მიიღო.