წლევანდელი “იქს ფაქტორი” უნიჭიერესი კონკურსანტებით და ორიგინალური საკონკურსო ტურებით გამოირჩევა. მათგან საუკეთესოს გამორჩევა მენტორებსაც უჭირთ და მაყურებლებსაც.
თამთა გოდუაძის გუნდის მომღერალი ია ტომაში წინა ტურის ლიდერი გახდა. ეს ტური კი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
სცენაზე იას შეყვარებული დემეტრე ავიდა, რომელმაც საყვარელ ადამიანს ხელი სთხოვა, რაზეც პასუხად “კი” მიიღო.