მოდელი და ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ცნობად სახეებს აკრიტიკებს და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:
“ცნობადი სახეები მხოლოდ წითელ ხალიჩებზე და ვარსკვლავების გახსნაზე დადიხართ თუ როგორ არის ჩვენი საქმე? უსამართლობის განცდა და მოქალაქეობრივი შეგნება ნული?
ხვალ შეიძლება თქვენს შვილებს დაემუქროს იგივე!
დავიჯერო ისეთ ქვეყანაში მოგწონთ ცხოვრება, დილით სკოლაში გაშვებულ შვილს, შინ რომ მკვდარს მოგისვენებენ?
პ.ს. მაინცდამაინც ჰონორარის გადახდაზე გამოდიხართ? სირცხვილი თქვენი!”