10 ივნისი, 2018

“დაუჯერებელია, მაგრამ ეს სიტყვები ქართველს ეკუთვნის!”

გარსევან ჭავჭავაძე– თუ გვინდა ვიყოთ ნამდვილად თავისუფლები, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, საკუთარი ისტორია ვიცოდეთ და ჩვენივე მანკიერებების გამოსწორებას ჩვენვე ვეცადოთ! – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია და საქართველოს ისტორიიდან უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს იხსენებს:

“იცოდით რომ საქართველოს სამეფოს გაუქმებისათვის ქართველებმა რუსებზე არანაკლები იშრომეს?! ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ მეფის საიმედო მოხელემ გარსევან ჭავჭავაძემ ბევრი იღვაწა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევისათვის. მან ხალხის გადმობირებისათვის ქართლში თავისი ცოლისძმა, გიორგი ავალიშვილი გაგზავნა, რომელმაც თავის ახლობლები მოისყიდა, გადმოიბირა თბილისის მელიქ-მამასახლისი, სამღვდელოების რამდენიმე წარმომადგენელი და სარდალი იოანე ყაფლანიშვილი. ეს უკანასკნელი სათავეში ჩაუდგა მოღალატეთა საერთო საქმიანობას.

თავად გარსევან ჭავჭავაძემ კი “მიართვა წიგნი იმპერატორს პავლეს თვით გაკეთებული სახელსა ზედა მეფისასა, რაცა აღება მეფობისა საქართველოდამ და გახსნა ღუბერნიისა და ესეცა დაურთო თვით ზედა: “უკეთუ არა აღმოფხვრი მეფობასა საქართველოსასა და არა გარდმოასახლებ სრულებით როსიასა შინა მეფისა ძეთა, არა ეგების მშვიდობა საქართველოსა შინა და სახლსა სამეფოსა…” – დაუჯერებელია, მაგრამ ეს სიტყვები ქართველს ეკუთვნის!

თუ გვინდა ვიყოთ ნამდვილად თავისუფლები, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, საკუთარი ისტორია ვიცოდეთ და ჩვენივე მანკიერებების გამოსწორებას ჩვენვე ვეცადოთ!”