ოთარ ჭილაძე სამშობლოზე

პოეტი ოთარ ჭილაძე საყვარელ სამშობლოზე – საქართველოზე სულ პატარა ლექსში უდიდეს სათქველს ამბობს:

“შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.”