28 მაისი, 2018

ქართველი ვარსკვლავები კარნეგი ჰოლში

ქართველი ვარსკვლავები კარნეგი ჰოლში სოპრანო ნინო მაჩაიძე, ბარიტონი გიორგი გაგნიძე, ტენორი შალვა მუქერია, პიანისტი ელისო ბოლქვაძე და მომღერალი ნუცა შანშიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო დარბაზში – კარნეგი ჰოლში ერთობლივ კონცერტს გამართავენ. მომღერლებს აკომპანირებას ბრედლი მური გაუწევს.

18 ივლისს ნიუ იორკში ჩატარდება ქართველი ხელოვანების ერთობლივი კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.