21 მაისი, 2018

ხვამლის მთაზე არქეოლოგიურ ფენას ბულდოზერით გადაუარეს

ხვამლის მთაზე არქეოლოგიურ ფენას ბულდოზერით გადაუარესხვამლის მთა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის დღემდე ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი ასეთ ცნობებს გვაწვდიან:

„რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ეწოდა ხომლის მთის გამო ჴესე არს ლეჩხომი.; ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს.“

დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა კი ასეთია:

„ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა.“

კახა ხიმშიაშვილის ცნობით, ტერიტორიაზე საგანგაშო ვითარებაა:

“ხვამლის მთაზე ბულდოზერით გადაუარეს არქეოლოგიურ ფენას.”