Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გივი ბერიკაშვილი – მაყურებლის სიყვარულით განებივრებული მსახიობი

15 მაისი, 2018

გივი ბერიკაშვილი - მაყურებლის სიყვარულით განებივრებული მსახიობიგივი ბერიკაშვილი ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი კინო თუ თეატრალური როლები მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს.

როდესაც გივი ბერიკაშვილს თეატრზე უწევდა საუბარი, ყოველთვის ერთ ისტორიას იხსენებდა:

“ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი და მარჯანიშვილის თეატრის გზები გადაიკვეთა. შვიდი წლის გახლდით, სალაროს წინ ფოტო რომ გადავიღე, რომელზეც ჩემთან ერთად ქალბატონები სესილია თაყაიშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე იყვნენ გამოსახულნი. ჩემი ერთი ხელი ქალბატონ ვერიკოს ეჭირა, მეორე ქალბატონ სესილიას. ეს იყო ჩემი თეატრალური ნათლობა…

საოცარია, სამი კაცის მკვლელი მაქვს ნათამაშევი, მაგრამ ჩემს მაყურებელს მაინც ვუყვარვარ. ეტყობა, აქ სულ სხვა ამბავია. ყველა ადამიანს აქვს თავისი რაღაცა ადამიანური. მსახიობზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, გააჩნია, რა გზას ურჩევ ადამიანებს, როგორ მოიქცეს. თეატრის სცენა ცოტა უცნაური ადგილია და ბევრი რამის თქმის უფლებას გაძლევს, შენიშვნის მიცემის უფლებაც გაქვს, მითითებისაც, შექებისაც და რჩევისაც.”