13 მაისი, 2018

ბერას ახალი სიმღერა საპროტესტო აქციებს

ბერას ახალი სიმღერა საპროტესტო აქციებს ბერა ივანიშვილმა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს ახალი სიმღერით უპასუხა და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი ინტერნეტში გაავრცელა.

ეს უკვე მეორე სიმღერაა, რომელიც ბერამ ამ ერთ კვირაში დაწერა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა:

– წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის!… რაც მოდის მიწიდან, ვერ ჩამდებს მიწაში, რამდენი შხამი დევს ამ სინთეტიკაში! – ეს არის ამონარიდები ბერას სიმღერიდან, რომელშიც ის მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვს.

ბერას სიმღერა ნილ დეგრას ტაისონის მოწოდებით მთავრდება, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის ნასას მედლით დააჯილდოვეს:

– არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის როდესმე კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო. იმას ვგულისხმობ, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოს, ვიდრე მარიხუანას მოწევამ.