6 აპრილი, 2018

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში

ქართველი მომღერლების ფურორი ჩინეთში ჩინეთში ქართველმა ოპერის მომღერლებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ინგა ჯახუტაშვილმა, ბაჩო-ოთარ ნაკაშიძემ და გიორგი ჭელიძემ მონაწილეობა მიიღეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “რიგოლეტო”.

დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა ქართველი მომღერლები აპლოდისმენტებით და ბრავოს შეძახილებით დაასაჩუქრა, ქართველებმა კი სცენაზე საქართველოს დროშა ააფრიალეს.

ბაჩო ოთარ ნაკაშიძე:

“მადლობა უფალს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ჩემი დებიუტით რიგოლეტოს პარტიაში!!!
დღეს მორიგი ქართული წარმატება შედგა უცხოეთში!!
გილოცავთ გიორგი და ინგა!”

ინგა ჯახუტაშვილი:

“დღეს ნამდვილად ბედნიერი ვიყავი და გახარებული ამ შორეულ ქვეყანაში, სადაც ვერდის ოპერა “რიგოლეტო” შედგა! ბედნიერი იმით, რომ ყველამ ჩვენ – ბაჩო ოთარ ნაკაშიძემ, გიორგი ჭელიძემ და მე, წარმატებულად წარმოვაჩინეთ ჩვენი როლები.

მაგრამ მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო ბაჩოს გამოსვლა როგოლეტოს როლში! ეს იყო შეუდარებელი ნამღერი მაღალი კლასით და სკოლით! ულამაზესი ხმით და ტემბრით! მასტერკლასი ჩაატარა დღეს ბაჩომ! მთელი დარბაზი ფეხზე დაუდგა და ტაშს უკრავდა შეძახილებით ბრავო! ბრავო! ბრავო!

ვიტყოდი დაგლიჯა, ისე იმღერა!! გილოცავ და უფრო დიდ სცენებზე მოესმინოთ შენი ლამაზი ხმა და ტემბრი მსოფლიოს!”